logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტზე: უმაღლესი დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ძალისხმევა დასრულდეს წარმატებით და კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს - ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი
- +

26 აპრილი. 2023. 19:44

"იმ ფონზე, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რა თქმა უნდა, პრემიერის ვიზიტს ბრიუსელში ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. მას ჰქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან," - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურ ჭრილში იქნება მიღებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. მან ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ძალიან წარმატებული იყო. ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ღარიბაშვილისა და მიშელის ბრიფინგის ჩაშლის თაობაზე, კობახიძემ სპეკულაცია და კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მიმართული კამპანია უწოდა.

„ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი ძალისხმევა დასრულდეს წარმატებით და მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტიკურ ჭრილში, აქედან გამომდინარე, უმაღლეს დონეზე პოლიტიკურ შეხვედრებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ რა თქმა უნდა, დეტალებთან დაკავშირებითაც გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის, იმ შეხვედრებზე, რომლებიც დახურულ კარს მიღმა წარიმართა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი. სპეკულაციებს რაც შეეხება, არავითარი ბრიფინგი დაანონსებული არ იყო. ხელოვნურად მოიგონეს არარსებული ბრიფინგი და შემდეგ გამოაცხადეს ამ ბრიფინგის ჩაშლის თაობაზე - ასეთი სპეკულაციები სჩვევია ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას. მათ სხვა ინსტრუმენტები არც აქვთ დარჩენილი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოონ კამპანია“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner