logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ესაუბრებიან საკუთარ ხალხს და უყურებენ გარე მხარდაჭერას. ისინი წარუმატებლები იქნებიან, რადგან ხალხის მხარდაჭერა ჩვენს მხარეს არის და არ გაგვიჭირდება სიმართლის გატანა
- +

26 აპრილი. 2023. 19:46

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებას პასუხობს, რომლის თქმითაც, ლოგიკური იქნება, თუ შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიმართ სანქციები გავრცელდება.

„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. 2012 წლის შემდეგ რომ არის სასამართლო დამოუკიდებელი ამაზე, რა თქმა უნდა, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ეს არის ჩვენი პასუხი ასეთ განცხადებებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ხალხის მხარდაჭერა მათ მხარეს არის და არ გაუჭირდებათ სიმართლის გატანა.

„რაც შეეხება სანქციებს, თვითონ ეს დამოკიდებულება არის ძალიან საინტერესო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ელაპარაკებიან საკუთარ ხალხს და უყურებენ გარე მხარდაჭერას. უნდათ რომ როგორმე იქ მაინც მიიღონ მხარდაჭერა. თუმცა, დარწმუნებული ვარ რომ ისინი ყველა მიმართულებით წარუმატებლები იქნებიან. ხალხის მხარდაჭერა არის ჩვენს მხარეს და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გაგვიჭირდება სიმართლის გატანა ყველა თემასთან, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner