logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მთავარია არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის განეიტრალება, არამედ აუცილებელია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება და საზოგადოების ძალისხმევაც აქეთ უნდა იყოს მიმართული
- +

26 აპრილი. 2023. 19:48

„ნაცმოძრაობა“ უკვე უმძიმეს დღეშია, მათ შორის, რეიტინგების კუთხითაც. იშლება ეს პოლიტიკური პარტია და ეს პროცესი ალბათ, აუცილებლად გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, ეს პროცესები 2024 წლის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს, იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ იყოს ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში," - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „ნაცმოძრაობა“ კოლექტიური ფენომენია და მნიშვნელოვანია არა კონკრეტულად პარტიის, არამედ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ განეიტრალება.

„აქ ერთ რამეზეა ყურადღება გასამახვილებელი: მნიშვნელობა არ აქვს, მეორე ძალად პოლიტიკურ სისტემაში დარჩება ფორმალური „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც „ნაცმოძრაობა“ რეალობაში იქნება. ეს არის კოლექტიური ფენომენი და მასში შედის მათ შორის, „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, ზურა ჯაფარიძე, ხოშტარია და ა.შ. - ისინი ერთობლიობაში არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. აქედან გამომდინარე, მთავარია არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის განეიტრალება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, არამედ აუცილებელია სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება და საზოგადოების ძალისხმევაც აქეთ უნდა იყოს მიმართული.“ - აღნიშნა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner