logo_geo
eng_logo
აჭარის მთავრობა: აჭარაში 2200 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი უფასოდ დამუშავდება
- +

26 აპრილი. 2023. 19:53

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით აჭარის 5 მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის 2200 ჰა სასოფლო-სამეურნეო ფართობი უსასყიდლოდ დამუშავდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად დაბა ოჩხამურში დაესწრო.

სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავების ბიუჯეტი 1 284 000 ლარს შეადგენს.

სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა აჭარის მთავრობამ პანდემიის პერიოდში დაიწყო და წარმატებით გრძელდება.

2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 30 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2023 წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი დაფინანსდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner