logo_geo
eng_logo
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციური კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა
- +

26 აპრილი. 2023. 19:55

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციური კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა.

პენიტენციური კოდექსის პროექტი არაერთ სიახლეს ითვალისწინებს როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ორგანიზების, ისე - პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის აღსრულების პროცესის ცალკეული საკითხების მოწესრიგების თვალსაზრისით, აგრეთვე, აღსრულების პროცესში ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებათა გაფართოების კუთხით.

ათეულობით სიახლეა, ათეულობით პოზიტიური ცვლილებაა, რომელიც უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს პატიმართა უფლებრივ მდგომარეობას, თავად პენიტენციური სისტემის მოსამსახურეთა შრომითი პირობები გაუმჯობესდება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner