logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას შეხვდა
- +

26 აპრილი. 2023. 20:00

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის, დეოლიგარქიზაციასა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

საუბარი შეეხო მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების მიერ საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, რაზეც ირაკლი კობახიძემ მათ შენიშვნები და მოსაზრებები გააცნო და სიტყვიერი არგუმენტები წარუდგინა. ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც.

„საუბარი გვქონდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, გავაცანით ინფორმაცია იმ პროგრესზე, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას, განვიხილეთ, მათი განცხადებაც, რომელიც გაკეთდა თვენახევრის წინ. მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა გარკვეული კრიტიკული შენიშვნები მათ განცხადებასთან დაკავშირებით და ამაზე დეტალურად ვიმსჯელეთ. მთლიანობაში, გვქონდა ძალიან საქმიანი, მეგობრული შეხვედრა, განვიხილეთ ყველა დეტალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მათ შორის, 12 პუნქტს უკავშირდება. 12 პუნქტზეც გავუზიარეთ დეტალურად ინფორმაცია, ვაცნობეთ, რომ საპარლამენტო კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით გაიარა, შემდეგ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, ახლა ველოდებით დასკვნას. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვგეგმავთ როგორც სისტემური მიდგომით, ისე ე.წ. პერსონალური მიდგომით ცვლილებების განხორციელებას, ანუ, გაგრძელდება სისტემური რეფორმები და ამასთან ერთად, მივიღებთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს.

მათ მოიწონეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის გაგზავნა ვენეციის კომისიაში, გვითხრეს, რომ დაელოდებიან ვენეციის კომისიის მორიგ დასკვნას და ამის შემდეგ გვექნება დისკუსიის საშუალება. ასევე, დეტალურად ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი გავუზიარეთ, რაც კანონპროექტის შემუშავების პროცესს უკავშირდება. მთლიანობაში იყო საქმიანი საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ერთად ვიმსჯელებთ საბოლოო პაკეტებზე, როდესაც ერთი და მეორე მიმართულებით პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner