logo_geo
eng_logo
ახალი მკურნალობა მუშაობს!
- +

2 სექტემბერი. 2016. 05:15



გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში თავისი ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:


„ჩემო მეგობრებო - მინდა, მოკლედ გაგიზიაროთ ჩემი მდგომარეობა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ჰიუსტონში ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში, სიმსივნემ გამოიწვია ტვინის ძლიერი შეშუპება, რამაც სავაადმყოფოში აღმომაჩინა ერთი კვირა. სიტუაცია საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა და MDAnderson-ის ექიმებმა სასწრაფოდ გადამიყვანეს სულ ახალი მკურნალობის კურსზე.

 

ერთი თვის თავზე, 30 აგვისტოს, გადავიღეთ ტომოგრაფია. შედეგი ძალიან პოზიტიურია ორი მიმართულებით. ერთი, რომ შეშუპება, რამაც საავადმყოფოში აღმომაჩინა გონებადაკარგული, თითქმის მთლად ჩამცხრალია და მეორე, თავად სიმსივნეც, ზომაში შემცირებულია. ასე რომ, ამ ეტაპზე ახალი მკურნალობა მუშაობს! და იმედით აღსავსე ვარ, რომ შემდეგი სურათი კიდევ უფრო დიდ პროგრესს გვანახებს. ეს სიმსივნე ბოლომდე უნდა გავაქროთ! არ შემეძლო, რომ ასეთი სასიხარულო ამბავი თქვენთვის არ გამეზიარებინა. თუმცა ნაადრევი ზეიმი უადგილოა ჯერჯერობით, რადგან სიტუაცია შეიძლება ყოველთვის შეიცვალოს (როგორც კიბომ ხშირად იცის). როგორც ჩანს, ერთი დიდი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ დავითის ომი გოლიათის წინააღმდეგ კვლავ გრძელდება. თქვენი წილი ამ ომში უზომოდ დიდია, ჩემო საყვარელო ადამიანებო, მჯერა, რომ წინ დიდი ერთობლივი გამარჯვებები გველის. თუ რაში, ამაზე შემდგომ მოგიყვებით. ახლა კი ღმერთმა ისე გაგახაროთ, როგორც მე ვარ გახარებული - მრავალჟამიერ ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლე!" - წერს გია მაისაშვილი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner