logo_geo
eng_logo
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: ჩვენ ვიბრძვით აშშ-თან და არა „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“
- +

27 აპრილი. 2023. 01:35

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლით ქვეყანა რეალურად აშშ-ს ებრძვის.

სულეიმან სოილუმ აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის.

ჩვენ ყველა [ტერორისტულ] ორგანიზაციას ვებრძვით, როგორიცაა FETO, PKK [ქურთისტანის მუშათა პარტია], DAESH [ისლამური სახელმწიფო]. ჩვენ არ ვიბრძვით PKK-ის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით აშშ-ის წინააღმდეგ. ნუთუ ასეთი გულუბრყვილოები ვართ, რომ ეს არ ვიცოდეთ? ჩვენ ეს ვიცით. აშშ-ს სურს იქ ტერორისტული სახელმწიფოს შექმნა“, - განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner