თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლით ქვეყანა რეალურად აშშ-ს ებრძვის.
სულეიმან სოილუმ აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის.
„ჩვენ ყველა [ტერორისტულ] ორგანიზაციას ვებრძვით, როგორიცაა FETO, PKK [ქურთისტანის მუშათა პარტია], DAESH [ისლამური სახელმწიფო]. ჩვენ არ ვიბრძვით PKK-ის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით აშშ-ის წინააღმდეგ. ნუთუ ასეთი გულუბრყვილოები ვართ, რომ ეს არ ვიცოდეთ? ჩვენ ეს ვიცით. აშშ-ს სურს იქ ტერორისტული სახელმწიფოს შექმნა“, - განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.