logo_geo
eng_logo
იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა დეპუტატებს ანგარიში გააცნო
- +

26 აპრილი. 2023. 21:47

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა. ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, სამსახურის უფროსის, დავით სიმონიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. არაერთი რეფორმა განხორციელდა მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების გაზრდის კუთხით.

მისი თქმით, საქართველოში პირველად, იურიდიული კონსულტაციისა და სამართლებრივი დოკუმენტის მომზადების პროცესში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკა დანერგა. მისივე ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება.

„ამ პროცესში, მნიშვნელოვანია, ცვლილებებთან ერთად, პარალელურად ვითარდებოდეს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერება. სწორედ ამ მიზნით, სამსახური აქტიურად ატარებდა მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათ შორის, ისეთ რეგიონებში, სადაც სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს“,- განაცხადა სიმონიამ.

მისივე თქმით, 2022 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურში ხარისხის უზრუნველყოფის ახალი მექანიზმები დაინერგა, რომელიც ამ მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner