logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძემ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე შეხვედრა გამართა
- +

26 აპრილი. 2023. 22:25

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნეს კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების საჭიროება და მისი პოზიტიური გავლენა ამ სფეროს განვითარებაზე, ამავდროულად, წარმოადგინეს თავიანთი შენიშვნები და რეკომენდაციები.

შეხვედრაზე აღინიშნა ის გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში, მოქმედი ძირითადი სამართლებრივი აქტის შიდასახელმწიფოებრივ იმპლემენტირებას, რაც მის მნიშვნელობას დამატებით უსვამს ხაზს.

შეხვედრის შეჯამებისას, კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მზაობა გამოთქვა დაინტერესებული პირების მხრიდან დამატებითი შენიშვნებისა და რეკომენდაციების მოწოდებისა და მათი ჩართულობის თაობაზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner