logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ომის დაწყებაზე უარის თქმამ, საკუთარი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვამ ჩვენი „პარტნიორები“ დამოუკიდებელი საქართველოს დასჯის რეჟიმში გადაიყვანა
- +

27 აპრილი. 2023. 10:44

 

 

ომის დაწყებაზე უარის თქმამ, საკუთარი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვამ ჩვენი „პარტნიორები“ დამოუკიდებელი საქართველოს დასჯის რეჟიმში გადაიყვანა. ვნახოთ, ვინ ვის მოერევა და ვინ რას დაიცავს...“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მისი თქმით, აშშ-ის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა ამერიკის ხელისუფლებამ, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება იმ როლს, რომელიც მათ დაგვაკისრეს. მან ამ დამოკიდებულების ცვლილების თვალსაჩინოდ აღსაწერად ნედ პრაისის რამდენიმე განცხადებაც მოიყვანა მაგალითად.

 

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენს თავისუფალ, სუვერენულ ხალხსა და სახელმწიფოს, აშშ „მყარად უჭერდა მხარს“. ჩვენც დავიჯერეთ და თავისუფლად გამოვთქვით ჩვენი სუვერენული უფლება: ქვეყნისა და სახელმწიფოს გამანადგურებელ ომში ჩაბმაზე უარი განვაცხადეთ. ამან პირველი „ბზარი“ გააჩინა ჩვენ მიმართ ამერიკელების დამოკიდებულებაში, როცა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი თავისუფალი და სუვერენული ქმედებები თანხვედრაში არ მოდის იმ როლთან, რომელიც ჩვენ აშშ-დაგვაკისრა ორმხრივ ურთიერთობებში. და მათი „შეშფოთება“ უკვე „ღრმა შეშფოთებაში“ გადაიზარდა წელს. ეს სამი განცხადება სრულად მოვიყვანე. მათში კარგად იკითხება ფარისევლობის დინამიკა. ომის დაწყებაზე უარის თქმამ, საკუთარი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვამ ჩვენი „პარტნიორები“ დამოუკიდებელი საქართველოს დასჯის რეჟიმში გადაიყვანა. ვნახოთ, ვინ ვის მოერევა და ვინ რას დაიცავს...

 

2022 წლის 26 აპრილი

 

"მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოსა და ქართველ ხალხის სურვილს, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო და ხალხი. წლების განმავლობაში, საქართველოს პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, განვავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ერთად ვმუშაობთ ჩვენს საერთო ხედვაზე, რომ საქართველო სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, იყოს ევროპის ნაწილი, რომელიც არის მთლიანი, თავისუფალი და, ვიმედოვნებთ, მშვიდობიანი.

 

ეს ის ხედვაა, რომელსაც ბევრი მუშაობა სჭირდება, მოთმინება სჭირდება, მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენ თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოვუყავით საქართველოს დახმარების სახით. გადავამზადეთ დაახლოებით 20 000 ქართველი ჯარისკაცი. შეერთებულ შტატებში კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებისთვის 6 000 ადამიანი გავაგზავნეთ. ხელი შევუწყვეთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ მმართველობას, ბევრ სხვა ინიციატივას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და მისი მისწრაფებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ინტერესებისთვის. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას მათი მისწრაფებებთან, ამბიციებთან დაკავშირებით და იმის დასაცავად, რისი მიღწევაც მათ შეძლეს,“- აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

 

2022 წლის 24 ოქტომბერი

 

ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომელიც, როგორც ჩვენ მოვისმინეთ, მომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი კუთხიდან. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგ მოქმედებასთან დაკავშირებით. მთავრობის მოქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, გამოიწვია უკუსვლა. მათ შექმნეს უკანდახევა საქართველოს ხალხის აშკარა, აბსოლუტური მისწრაფებების მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროკავშირის უფრო ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ. ამ მოქმედებებმა - რომლებმაც შეგვაშფოთა - გამოიწვია პოლარიზაციის გაღრმავება ქართულ საზოგადოებაში და არა ქვეყნის გაერთიანება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო. შეიქმნა პოლარიზაციის დონე, რომელიც ქვეყნის სასარგებლოდ არ მოქმედებს. ის არ შეესაბამება საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებებს.

 

ამის თქმის პარალელურად, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოსთან ერთად მუშაობა რეფორმების განსახორციელებლად მისი ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

 

2023 წლის 8 მარტი

 

თქვენ გრძნობების შესახებ იკითხეთ და ეს გრძნობა არის ღრმა შეშფოთება. თქვენ მოისმინეთ, რომ ჩვენ ამ განწყობას სისტემატურად გამოვხატავდით ბოლო დღეებში. ეს არის ღრმა შეშფოთების გრძნობა ამ კანონპროექტის პოტენციური შედეგების გამო. ეს კანონპროექტი დარტყმას მიაყენებს გარკვეულ უფლებებს, რომლებიც არის ძირითადი საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნათელი მომავლისკენ. ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმების და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციას, რომლებსაც არაფერი უნდათ მეტი, გარდა ერთად მუშაობისა ნათელი მომავლის ასაშენებლად, მომავლის, რომელიც ინტეგრირებულია ევროპასთან, მომავლის, რომელიც არის დემოკრატიული და თავისუფალი, სადაც საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა ნედ პრაისმა.“ - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner