logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დეკემბერში ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს
- +

27 აპრილი. 2023. 11:21

 

 

საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დეკემბერში ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამაში მათ ხელს უწყობს ევროპაში გამართული ვიზიტები.

 

საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დეკემბერში ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს. ეს არის მაქსიმალური ძალისხმევა და ამას ემსახურება რა თქმა უნდა, ევროპის დედაქალაქებში ჩვენი ვიზიტები. გაგრძელდება ეს პროცესი - ვიზიტები, საერთაშორისო დისკუსიები, მოლაპარაკებები და ასევე გაგრძელდება 2 პუნქტზე მუშაობა. ეს არის ჩვენი ინტერესი, ჩვენი დღის წესრიგი. დანარჩენი ვნახოთ, დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner