logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: საგამოძიებო კომისია ვერ მოემსახურება ხელისუფლების ისეთი მნიშვნელოვანი შტოს დისკრედიტაციას, როგორიც არის სასამართლო ხელისუფლება
- +

27 აპრილი. 2023. 11:34

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიები ოპოზიციისთვის უკვე ჩვევად გადაიქცა.

 

არ არსებობს საკითხი და თემა, რომელთან მიმართებაშიც ისინი არ ითხოვენ საგამოძიებო კომისიას. ვერ მოემსახურება საგამოძიებო კომისია ხელისუფლების ისეთი მნიშვნელოვანი შტოს დისკრედიტაციას, როგორიც არის სასამართლო ხელისუფლება. თან, ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველო ელოდება შესრულებული 12 რეკომენდაციის საფუძველზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

 

ოპოზიციამ სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში 26 აპრილს შეიტანა. ოპოზიციის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიების შექმნის შესახებ მმართველ გუნდში სპეკულაციად აფასებენ. უმრავლესობის წევრების განმარტებით, მათი ოპონენტების მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ხელის შეშლაა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მიზნის შესრულებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით შეეცდებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner