logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილის გამოხდომები უნდა აღკვეთოს
- +

2 სექტემბერი. 2016. 05:17



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვები არის ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა, რადგან ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. აქვე, მჟავანაძის ინფორმაციით, სააკაშვილი არჩევნებისთვის პროვოკაციებს გეგმავს და ეს ვიდეომიმართვებიც სწორედ ამ პროვოკაციების შესრულებას ემსახურება.



„ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს ოდესის გუბერნატორს, ანუ უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი, მსგავსი ვიდეომიმართვები არის ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა. წარმოიდგინეთ, იანუკოვიჩი აქედან რომ აკეთებდეს მიმართვებს, ჩამოაგდეთ პოროშენკოს ხელისუფლებაო. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე კი არა, საერთოდ, შეიძლება უკრაინამ საქართველოს მიმართ ძალიან დიდი სანქციები გაატაროს. ეს არის პირველ რიგში, უკრაინის მხრიდან არამეგობრული ნაბიჯი, რადგან უნდა აღკვეთოს უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილის გამოხდომები.

 

სააკაშვილის ეს მიმართვები ემსახურება საქართველოში პროვოკაციების მოწყობას. მაგრამ ხალხი უკვე გონს მოეგო და არ აჰყვება მათ პროვოკაციებს.

 

აქვე, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" მზაკვრული გეგმები აქვს და არჩევნების პერიოდში გასროლა-გამოსროლებს აპირებს. სააკაშვილის ეს მიმართვები და განცხადებები ემსახურება სწორედ იმას, რომ მოსახლეობაში შექმნას განცდა, რომ მისი გუნდი აუცილებლად გაიმარჯვებს. სააკაშვილი ვერ მიაღწევს მიზანს, ჩამოსვლით ჩამოვა, მაგრამ როგორც ბრალდებული განსასჯელის სკამზე დასაჯდომად, რადგან მას განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს ხალხის მხრიდან", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner