„თქვენ, და არა საქართველოს მეგობარ, უცხოელ პარტნიორებს, უკვე დალაგებული გაქვთ ქვეყნის არევის სქემის სხვადასხვა ვარიანტი, არ გაამართლებს ერთი, გაამართლებს მეორე, მაგრამ მინდა გაგიცრუოთ იმედები“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას იმ განცხადებას, რომელშიც ნაყოფიამ აღნიშნა, რომ მას ეჭვი არ ეპარება ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიცია და მისი პარტნიორები ვერ გაიმარჯვებენ ქართულ საზოგადოებაზე, რომელსაც არჩევანი სტაბილურობის, დამოუკიდებლობის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ, უკვე გაკეთებული აქვს.
„ბატონო კობა, სიტყვათა წყობა "ეჭვიც არ მეპარება" და "თუ" უადგილოა ამ განაცხადში. თქვენ, და არა საქართველოს მეგობარ, უცხოელ პარტნიორებს, უკვე დალაგებული გაქვთ ქვეყნის არევის სქემის სხვადასხვა ვარიანტი, არ გაამართლებს ერთი, გაამართლებს მეორე, მაგრამ მინდა გაგიცრუოთ იმედები, თქვენ და თქვენი პარტნიორები ვერასდროს გაიმარჯვებთ ქართველ ხალხზე, რომლმაც უკვე გააკეთა თავის არჩევანი ქვეყნის სტაბილურობაზე, დამოუკიდებლობასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე.“ - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.