logo_geo
eng_logo
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ
- +

27 აპრილი. 2023. 11:30

 

 

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები   ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა, სტუმრებს დეტალურად გააცნეს პროკურატურის საგამოძიებო მიმართულებები, მიღწევები და არსებული გამოწვევები.

 

ამერიკელი  კოლეგები დაინტერესდნენ საქართველოს პროკურატურის, როგორც ქვეყანაში კორუფციული და ფულის გათეთრების დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი უწყების საქმიანობით, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა მათ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარეს.

 

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო კრიპტოვალუტის გამოყენებით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების პროცესში არსებულ გამოცდილებებსა და გამოწვევებს. ამ მიმართულებით, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს მნიშვნელოვანი გამოცდილება გაუზაირეს.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალში ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner