logo_geo
eng_logo
გლდანის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N69–70 კორპუსებთან სკვერის მოწყობა დაიწყო
- +

27 აპრილი. 2023. 12:42

 

 

გლდანის რაიონის გამგეობამ  მესამე მიკრორაიონის N69-70 საცხოვრებელ  კორპუსებთან  (N100 საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდებარედ) სკვერის მოწყობა დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

 

ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყობა ტენისის მაგიდა, სავარჯიშო სივრცე, დაირგვება  სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.  ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სკვერისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 350 000 ლარი დაიხარჯება.

 

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან  ერთად გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner