გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N69-70 საცხოვრებელ კორპუსებთან (N100 საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდებარედ) სკვერის მოწყობა დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყობა ტენისის მაგიდა, სავარჯიშო სივრცე, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სკვერისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 350 000 ლარი დაიხარჯება.
სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.