logo_geo
eng_logo
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ადმინისტრაციაში საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
- +

27 აპრილი. 2023. 12:54

 

 

ვიზიტორთა ცენტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, დავით იოსებაშვილთან და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელ დირექტორთან, თობიას მიუნხმაიერთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ვიზიტორთა ცენტრში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოტურისტული სერვისების შესახებ. თანამედროვე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობები ვიზუალური და ხმოვანი მასალებით, რომელთა მეშვეობით ვიზიტორები ინფორმაციის მიღებას ინტერაქტიულ რეჟიმშიც შეძლებენ.

 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ადმინისტრაციულ შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ვიზიტორზე. აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შესახებ. ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ვიზიტორთა დაინტერესებას კონკრეტული რეგიონით, რაც დადებითად ისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

 

ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF)-ის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო, მათ შორის ტექნიკური განხორციელება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა უზრუნველყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner