„სახელმწიფოს მშენებლობისათვის ევროპის კავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ჩვენი ეს ისტორიული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით - ქვეყნის უზენაესი კანონითაა განმტკიცებული, რაც გულისხმობს კონსტიტუციური ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომის მიღებას ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, საქართველომ თავისი სტრატეგიული როლით აჩვენა, რომ შეუძლია კონკრეტული სარგებელი მოუტანოს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას. ამ დიდ საქმიან ჭიდილში კი, უფუნქციო ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივი გათვლებით შესაფერის დროს ელოდება, რომ თუ ქართული სახელმწიფო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, გამოვიდნენ ქუჩაში და ქვეყნის გადატრიალების მათ მიერ კარგად მომზადებული გეგმა აამოქმედონ.
„ევროპის კავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ჩვენი ეს ისტორიული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით - ქვეყნის უზენაესი კანონითაა განმტკიცებული, რაც გულისხმობს კონსტიტუციური ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომის მიღებას ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოსათვის ევროკავშირში წევრობა ნიშნავს სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული ინსტიტუტების საბოლოოდ ჩამოყალიბებას და თავისუფალი, უსაფრთხო, სამართლიანი გარემოს ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების განვითარებისათვის, კეთილდღეობისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. შეცვლილი გეოპოლიტიკური კონიუნქტურა ევროკავშირის ლიდერებს უბიძგებს ტრანსფორმაციისაკენ, შეიქმნას მოქნილი სისტემა მათ შორის, გაფართოების კონტექსტში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებთანაც თანამშრომლობა სტრატეგიულ საკითხებზე წლებს ითვლის.
კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ქართული სახელმწიფოს სახელისუფლებო გუნდის მხრიდან საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები გრძელდება, რათა შეიქმნას მყარი საფუძველი ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის, ხელისუფლებამ უკვე შეძლო და გამოკვეთა ქვეყნის სტრატეგიული საჭიროება (ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს თავისი სტრატეგიული როლით შეუძლია კონკრეტული სარგებელი მოუტანოს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას). ამ დიდ საქმიან ჭიდილში ქართული ოპოზიცია კვლავ უფუნქციოა, უფრო სწორად ანტისახელმწიფოებრივი გათვლებით შესაფერის დროს ელოდება. თუ ქართული სახელმწიფო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოპოზიცია გამოვა ქუჩაში და ქვეყნის გადატრიალების მათ მიერ კარგად მომზადებული გეგმა ამოქმედდება. ქართული სახელმწიფო ემზადება "ევროპული გამოცდისთვის, რასაც 12 რეკომენდაციის კარგად შესრულება ჰქვია. ოპოზიცია კვლავ პოლიტიკურ შატალოზეა და სახელისუფლებო გუნდის მიერ ამ გამოცდის წარმატებით ვერ ჩაბარების შემთხვევაში მზადაა პარლამენტის შენობასა და პოლიციელებს ისევ მოლოტოვის კოქტეილები დაუშინოს,“ - წერს მეგრელიშვილი ფეისბუკზე.