logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე კობა ნაყოფიას განცხადებაზე: ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოსახლეობა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას
- +

27 აპრილი. 2023. 13:13

 

 

ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია, მათი მართვადი მედიის და სამოქალაქო სექტორის ნაწილი ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვის ქვეყნის ევროატლანტიკურ კურს, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესს, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს წარმატება, ხელისუფლების წარმატებაც იქნება, რაც მათთვის სრულიად მიუღებელია,“ - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ბოჟაძის თქმით, კობა ნაყოფიამ მისი განცხადებით, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, რისთვისაც ოპოზიცია მზად უნდა იყოს, დაადასტურა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის და მეორე ფრონტის არსებობსი სცენარი. ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, ოპოზიცია ისევე აქტიურად ცდილობს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, როგორც თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების, უვიზო მიმოსვლის და თავისუფალალ ვაჭრობის შეთანხმებისთვის ცდილობდა ხელის შეშლას.

 

კობა ნაყოფიას საქართველოს კონსტიტუცია რომ არ წაუკითხავს გასაკვირი არ არის, არც რიგგარეშე არჩევნების საფუძვლებში და საარჩევნო კანონმდებლობაში რომ ვერ ერკვევა, მაგრამ გასაკვირია ასეთი გულწრფელი განცხადება და აღიარება. ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია, მათი მართვადი მედიის და სამოქალაქო სექტორის ნაწილი ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვის ქვეყნის ევროატლანტიკურ კურს, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესს, რატომ? იმიტომ რომ საქართველოს წარმატება ხელისუფლების წარმატებაც იქნება, რაც მათთვის სრულიად მიუღებელია, ისევე როგორც თავის დროზე ეწინააღმდეგებოდნენ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, უვიზო რეჟიმს და თავისუფალალ ვაჭრობას, ისევე აქტიურად ცდილობენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

 

საქართველოს გარე და შიგა მტრების მიზანია კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების საბაბით ქვეყანაში დაიწყოს ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია, რასაც მოყვება სისხლიანი რევოლუცია, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება, მეორე ფრონტის გახსნა და ჩვენი სამშობლოს ხელახალი ოკუპაცია, სწორედ ამ სცენარის არსებობა დაადასტურა კობა ნაყოფიამ. მერაბიშვილის და კეზერაშვილის კონტროლირებად ოპოზიციას ახლა მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - კანდიდატის სტატუსის არ მიღება! სამწუხაროდ ამ პროცესში მათ ეხმარება ენჯეოების და მედიის ნაწილი, ზოგიერთი ევროპარლამენტარი, სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი თანამდებობის პირი და აქტორები. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოსახლეობა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გააგრძელებს მყარი ნაბიჯებით ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლას, ასევე მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შენარჩუნებას, სწორედ ეს არის ახლა უმთავრესი მიზანი და მის შესრულებას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner