„პრემიერის ბრიუსელში ვიზიტმა ოპოზიციის გახრწნილობა გვაჩვენა. ბრიუსელში არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს, მისი მოსახლეობის ბედი წყდება, ოპოზიცია კი აპელირებას არარსებული ბრიფინგის ჩაშლაზე აკეთებს. სამარცხვინოა!“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს პოლარიზაციის გასაღრმავებლად:
„როგორ შეიძლება ძალას, რომლის დროსაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, დაიწყო უვიზო მიმოსვლა, გაფორმდა ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ა.შ. პრორუსული უწოდო, ოპოზიციას კი პროდასავლური ძალა უწოდო, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე არაფერს აკეთებს, გარდა ქვეყნის ლანძღვის და ხელოვნური წინაღობების შექმნისა. ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია იქამდე მივიდა, რომ სრულად ჩახსნილია 12 პუნქტის შესრულებას, უფრო მეტიც, ნაცვლად პოლარიზაციის შემცირებისა, რაც 12 პუნქტის შესრულების ერთ-ერთი პირობაა, ისინი ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციის გაღრმავებისთვის, არ ერიდებიან აქციებს და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობას. მათ ვერ გაითავისეს, რომ სკამისთვის ბრძოლაში ქართული სახელმწიფო ქართული საზოგადოება და მათი ამომრჩეველი ზიანდება. რეალურად პრემიერს და ქართულ დელეგაციას სტრასბურგში/ბრიუსელში უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა, რომელსაც ოპოზიცია ვერ დააკნინებს, პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართველი ხალხის და მთავრობის ურყევი დასავლური კურსი, საქართველოს მიზანი NATO-ს და ევროკავშირის წევრობა არის, მაგრამ პარტნიორობა და ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს, საქართველო ევროინტეგრაციის კუთხით ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მათი პოზიცია აჩენს განცდას, რომ საქართველო იჩაგრება, ჩაგვრის მიზეზი ყველამ ვიცით, მაგრამ ხმამაღალ საუბარს ყველა ერიდება“, - წერს დავით ჩიხელიძე.