logo_geo
eng_logo
მაია ომიაძე Wizz Air-ის ბაზირების გეგმებზე: თითოეული ახალი ხომალდი ნიშნავს ახალ მოგზაურს საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
- +

27 აპრილი. 2023. 14:17

 

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის ახალი ბაზირებული ხომალდები და ახალი ევროპული მიმართულებები ემატება. როგორც დღეს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა, თითოეული ახალი ხომალდი ნიშნავს ახალ მოგზაურს საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ​მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატება ნამდვილად აღსანიშნავი საკითხია. ზაფხულში მესამე ბაზირებული ხომალდიდან 5 ახალი მიმართულება დაემატება, ასევე გაიზრდება სიხშირეები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვა.

 

თითოეული ახალი ხომალდი ნიშნავს ახალ მოგზაურს საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ზაფხულის სეზონზე ველოდებით ბევრად მეტ ტურისტს. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული და კარგი სეზონი გვექნება“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air მეოთხე ბაზირებულ ხომალდს დაამატებს და ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის იფრენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner