logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: ამ ქალბატონს ხალხმა ხმა არ უნდა მისცეს!
- +

2 სექტემბერი. 2016. 05:19



სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე სანდრა რულოვსის მიერ დასავლეთ საქართველოში წარმოებულ საარჩევნო კამანიას გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ემაურება. მამრაძის თქმით, რულოვსს ქართველმა ხალხმა ხმა არ უნდა მისცეს, რადგან ის დღემდე რჩება სააკაშვილის მეუღლედ და არ ცნობს „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილ დანაშაულებს.


 

„ამ ქალბატონს ხალხმა ხმა არ უნდა მისცეს, მრავალჯერ იცრუა, სააკაშვილის რეჟიმის შესახებ ერთხელაც არ უთქვამს სიმართლე. უცხოურ პრესაში ამბობდა, სტალინი და ბერია ქართველები იყვნენ, საქართველოს დიახაც რომ ძლიერი ხელი სჭირდებაო და თავის მეუღლეს გულისხმობდა. მაგრამ იმავე უცხოეთში უკვე ქვეყნდებოდა ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივად დარღვევის შესახებ. შეუძლებელია, სანდრას ეს არ სცოდნოდა, ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობდა ნიდერლანდების ელჩიც.

 

სანდრა რულოვსზე ნიდერლანდებშიც არაერთხელ გამოქვეყნდა უარყოფითი სტატიები - განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, როდესაც აგვისტოს ომში აქ მათი ჟურნალისტი დაიღუპა. პირდაპირ უთხრეს - გვატყუებთ, სიმართლეს არ ამბობთო. მათ იცოდნენ ევროპის საბჭოსა და ტალიავინის კომისიის დასკვნების შინაარსი. ამიტომ როგორ შეიძლება, ხმა მისცე ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ატყუებს ქართველ ხალხს და მსოფლიოს? სააკაშვილის სადისტური სისტემის მასშტაბების გამოაშკარავების მიუხედავად, სანდრა რულოვსი დღემდე მის მეუღლედ რჩება, არ ცნობს არც სააკაშვილის, არც ადეიშვილის, არც მერაბიშვილის თუ სხვათა დანაშაულებს", - აცხადებს პეტრე მამრაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner