logo_geo
eng_logo
ღირსეული და მშვიდობიანი მომავლისთვის - 30 აპრილის აქციას სტუდენტები უერთდებიან (ვიდეომიმართვა)
- +

27 აპრილი. 2023. 15:42

 

 

ღირსეული და მშვიდობიანი მომავლისთვის - 30 აპრილის აქციას სტუდენტები უერთდებიან - სტუდენტების ვიდეომიმართვა ფეისბუქ გვერდზე „აი უცნობი“გავრცელდა.

 

ვიდეომიმართვაში სტუდენტები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ მიდიან აქციაზე.

 

„30 აპრილს მე მოვდივარ სიმართლისთვის“, „მოვდივარ იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანაში პატრიარქს და ეკლესიას ებრძვიან“, „მოვდივარ მშვიდობისთვის“, „არა რევოლუციას, მოვდივარ“, „მოვდივარ რწმენისთვის“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“; „ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობა ყველაზე მნიშვნელოვანია“, „ჩვენი გზა ევროპაშია, მოვდივარ“, „ჩვენი ქვეყანა არ უნდა აირიოს, მშვიდობა და სტაბილურობა ყველაზე მეტად გვჭირდება, ამიტომ მოვდივარ“ - ამბობენ სტუდენტები.

 

30 აპრილს აქცია, სახელწოდებით „მოვდივარ“ , რესპუბლიკის მოედანზე, 18.00 საათზე გაიმართება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner