logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთსაჭიროება თანაბარია და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე
- +

27 აპრილი. 2023. 16:10

 

 

იმედს ვიტოვებთ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ გვექნება მათი მხარდაჭერა სტატუსის მონიჭებაზე, რეალობად იქცევა“, - ასე გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

 

ბოლო პერიოდში, მსოფლიოში დაჩქარებული პოლიტიკური პროცესების პარალელურად, გახშირდა როგორც საქართველოს დელეგაციების ვიზიტები ევროპაში, ასევე, ევროპელი მაღალი რანგის თანამდებობის პირების სტუმრობა საქართველოში. განსაკუთრებით საყურადღებოა ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი, რაც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს თანამედროვე რთულ გლობალურ პოლიტიკაში. მისასალმებელია, როდესაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე“.

 

სწორედ ამაზე ვსაუბრობთ დიდი ხანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთსაჭიროება თანაბარია და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე, რაც დამსახურებულად გვეკუთვნის. იმედს ვიტოვებთ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ გვექნება მათი მხარდაჭერა სტატუსის მონიჭებაზე, რეალობად იქცევა. ასეთივე დამოკიდებულებას ველით ყველა ევროპული სახელმწიფოსგან, რომელთათვისაც საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში არა მხოლოდ ჩვენი, არამედ, მათი ინტერესიცაა“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner