logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მომავალ პარლამენტში ჩემი სახით ქართული ემიგრაცია იქნება წარმოდგენილი
- +

2 სექტემბერი. 2016. 05:20



საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ამჟამად მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, როგორც ზურაბიშვილმა  „კვირის პალიტრასთან" საუბრისას განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში მომავალ პარლამენტში ის ქართველი ემიგრანტების სახით იქნება წარმოდგენილი.


„ქართულ პოლიტიკაში არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც მმართველმა გუნდმა დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დაუჭირა და წინასაარჩევნოდ კონკურენტს არ დაუპირისპირდა.

 

ეს გადაწყვეტილება ჩემს მიმართ ნდობას გამოხატავს, თუმცა ამ ნაბიჯში ყველზე მნიშვნელოვანი ემიგრაციისთვის მხარდაჭერის გამოცხადება იყო - მომავალ პარლამენტში ჩემი სახით ქართული ემიგრაცია იქნება წარმოდგენილი.

 

დღეს ქართველი ე4მიგრანტების დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეზღუდული აქვს, შესაბამისად, ემიგრაციის ლეგალური წარმომადგენელი ვერ ვიქნები, თუმცა უმაღლეს საკანმომდებლო ორგანოში პრიორიტეტული მიმართულება ემიგრანტებისთვის კანონმდებლობის გამოსწორება იქნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner