logo_geo
eng_logo
№8 პენიტენციურ დაწესებულებაში პურის საცხობი ამოქმედდა
- +

27 აპრილი. 2023. 17:08

 

 

საცხობში პატიმრები დასაქმდნენ, რაც მათთვის რეაბილიტაციის საშუალება და დამატებითი შემოსავლის წყაროა.

 

საცხობი პურით მოამარაგებს თბილისის ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებებს.

 

პენიტენციურ სისტემაში საცხობები უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქსნისა და №14 (გეგუთის) დაწესებულებებში.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობასა და საზოგადოებაში მათ ეფექტიან ინტეგრაციაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner