logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მიერ ორგანიზებულ „ერთობლივი დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
- +

27 აპრილი. 2023. 19:50

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე კერძო და საჯარო ორგანიზაციების „ერთობლივი დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ღონისძიების მიზანია ერთმანეთს დააკავშიროს დამსაქმებლები და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და პარტნიორი უნივერსიტეტების საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების წარმატებული სტუდენტები, დასაქმებისა და სტაჟირების მიზნით.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტები საქართველოში აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოპოვებისთვის. ერთობლივ დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ სწორედ ABET აკრედიტებული და მაძიებელი პროგრამების სტუდენტები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner