logo_geo
eng_logo
მორის შალიკაშვილი: გაფრინდაშვილს ყველა ის თვისება აქვს, რომელიც პროგრესულად მოაზროვნე მენეჯერს უნდა ჰქონდეს
- +

10 მარტი. 2016. 15:20



თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი უნივერსიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქციას, სადაც სტუდენტების გარკვეული ჯგუფი გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერად დანიშვნას ეწინააღმდეგება, სამართლებრივ ჭრილში განიხილავს.


მისი განმარტებით, არცერთი საპროტესტო აქცია არ უნდა გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოს. სტუდენტებს, რა თქმა უნდა, აქვთ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, მისი თქმით, მაინც საბჭოს წევრებმა უნდა მიიღონ. შალიკაშვილის განმარტებით, გაფრინდაშვილს ყველა ის თვისება აქვს, რომელიც პროგრესულად მოაზროვნე მენეჯერს უნდა ჰქონდეს.


რაც შეეხება მის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს შალიკაშვილის თქმით, ისინი უსაფუძვლოა.


„მე შევეცდები ამ საკითხს სამართლებრივად მივუდგე. გახდება თუ არა გიორგი გაფრინდაშვილი ამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ეს წარმომადგნელობითი საბჭოს წევებმა უნდა გადაწყვიტონ. მე, რა თქმა უნდა, მივესალმები სტუდენტების გამოსვლას, მათ აზრს, მაგრამ ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს სამართებრივი ჩარჩოებიდან გასვლა. იმიტომ, რომ ეს იქნება არასწორი პრეცედენტი. 22 ათას სტუდენტს შორის, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობა, ვიღაცა შესაძლოა, წინააღმდეგი იყოს, მაგრამ გიორგის უამრავი მხარდამჭერიც ჰყავს. სიტყვის თავისუფლება არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ სამართლებრივი ჩარჩოები იქნას ჩაშლილი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კი ის არის, რომ რეალურად ის ბრალდება, რასაც სტუდენტების ნაწილი ბატონ გიორგი გაფრინდაშვილს უყენებს, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ეს არასწორია. მე მესმის პროტესტი, თუ მის მიერ მიღწეული გადაწყვეტილება იქნება ანტისაუნივერსიტეტო და სტუდენტები გამოვლენ და გააპროტესტებენ, მაგრამ ის ბრალდებები, რომლებსაც ბატონ გიორგის უყენებენ, ჩემთვის მოკლებულია მტკიცებულებებს და უსაფუძვლოა.

მე, როგორც იურისტმა, მტკიცებულებებით უნდა ვისაუბრო და ეს მტკიცებულებები ამ შემთხვევაში არ ამქვს. ეს ბრალდებები არ არის სერიოზული. ეს აქცია არის 2 სტუდენტურ ჯგუფს შორის არსებული უთანხმოება. აქ იყო საუბარი თანხებზეც, ამაზეც აუცილებლად უნდა ითქვას. ამიტომ განვმარტავ, თუ რომელიმე სტუდენტს აინტერესებს, სად წვაიდა თანხები, მაშინ მათ შეუძლიათ გამოითხოვონ ბიუჯეტი, რომელიც საჯაროა. შემდეგ გააანალიზონ და ჩვენ - ყველას შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რატომ წავიდა ეს თანხა აქ და არა რომელიმე სხვა სფეროსთვის. სამართლებრივად ეს უფრო სწორი მიდგომა იქნება, ვიდრე ასეთი ტიპის გაპროტესტება. თქვენ რომ თვალი გადაავლოთ, მენეჯერები ყოველთვის ახალგაზრდა ადამიანები არიან. მით უმეტეს, ისეთ უნივერსიტეტებში, რომლებსაც პროგრესი სჭირდება, გიორგი კი იმიტომ წამოვაყენეთ ამ თანამდებობაზე, რომ ის სწორედ ასეთია. მე მჯერა, რომ გიორგი საკმარის ხმებს მიიღებს", - განაცხადა შალიკაშვილმა.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სენატს კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილს დღეს წარუდგენს. სტუდენტების ნაწილი აპირებს, აქცია გამართოს და სენატს მოუწოდოს, გაფრინდაშვილი კანცლერად არ აირჩიოს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner