logo_geo
eng_logo
„პროექტი „ლაზიკა“ სააკაშვილის შიზოფრენიის ნაჟური გახლდათ, რომელსაც განხორციელება არ ეწერა და არც მომავალში უწერია!“
- +

2 სექტემბერი. 2016. 05:22



„პოლიტიკური ცხედრის - სააკიაშვილის თანამეცხედრე რულოვსი 18 აგვისტოს განმუხური-ანაკლიის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე მხარდამჭერებს შეხვდა, მჭმუნვარე სახე მიიღო და იმაზე ილაპარაკა, რომ „ოცნების" ხელისუფლებამ სააკაშვილის მიერ წამოწყებული პროექტი - ქალაქ ლაზიკას მშენებლობა შეაჩერა", - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი" წერს.



გამოცემის თქმით, სააკაშვილი „ლაზიკას" პროექტით ხალხს ატყუებდა, ქალაქში 500 ათასი ადამიანის ჩასახლებას აპირებდა, როცა სამეგრელოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობა 450 ათასია.



„მოგეხსენებათ, ნაციონალების ჭკუამხიარული და ცეტი ხელმწიფე შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიასთან ახლოს ახალი ქალაქის, სახელად ლაზიკას აშენებას და იქ 500 ათასი ადამიანის ჩასახლებას გეგმავდა.

 

დიახ, მაშინ, როცა სამეგრელოს მთელ ტერიტორიაზე 450 ათასი კაცი ცხოვრობს, დაცენტრილი სააკაშვილი მხოლოდ ერთ ლაზიკაში ნახევარი მილიონის ჩასახლებას აპირებდა, ანუ „სააკაშვილის ქალაქში" იმაზე მეტ ადამიანს უნდა ეცხოვრა, ვიდრე მთელ სამეგრელოს რეგიონში სახლობს.

 

იმ ფონზე, როცა საქართველოს სოფლები დღითი დღე იცლება და სახლები ნასახლარებად არის გადაქცეული, საიდან აპირებდა სააკაშვილი ლაზიკაში ჩასასახლებელი ნახევარი მილიონი ადამიანის მოყვანას თუ ჩამოყვანას, ამის შესახებ ნაცების ბელადი არაფერს ამბობდა, საზოგადოების დიდ ნაწილს კი ეჭვი ღრღნიდა, რომ ჭაობზე გაშენებულ ქალაქში ნაციონალებს ჩინელების, არაბებისა და აფრიკელების განსახლება ჰქონდათ ჩაფიქრებული.

 

ერთი სიტყვით, პროექტი „ლაზიკა" სააკაშვილის შიზოფრენიის ნაჟური გახლდათ, რომელსაც განხორციელება არ ეწერა და არც მომავალში უწერია!

 

როგორც გენიალური „12 სკამის" გმირი „დიდი კომბინატორი" და თაღლითობის დიდოსტატი, ოდესელი ოსტაპ ბენდერი სოფელ ვასიუკის მოსახლეობას აყვავებას და აღორძინებას ჰპირდებოდა, ისე „აბოლებდა" სააკაშვილი მეგრელებს „ლაზიკას" პროექტით და რაოდენ სიმბოლურია, რომ საქართველოდან გაქცეულმა ნაცბელადმა თავშესაფარი სწორედ ოსტაპ ბენდერის მშობლიურ ოდესაში პოვა", - წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი".



„ასავალ-დასავალის" თქმით, ის ფაქტი, რომ სანდრა რულოვსი დღეს არშემდგარ ლაზიკას დასტირის, მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ შეცვლილა.

 

„რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის ცოლი დღესაც არშემდგარ ლაზიკას დასტირის და სამეგრელოს მოსახლეობას კვლავ მის აშენებას ჰპირდება, ეს ერადერთ რამეზე მიუთითებს - „ნაციონალური მოძრაობა" არ შეცვლილა, არ განახლებულა, არც ჭკუა უსწავლია, არც ზნე გამოუცვლია და კვლავ სააკაშვილისეული ზღაპრებითა და ავანტიურით აპირებს ფონს გასვლას", - წერს გამოცემა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner