logo_geo
eng_logo
გაეროს უმაღლესი კომისარი: საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო, ღრმად შემაშფოთებელია - ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე გააუქმოს ის
- +

27 აპრილი. 2023. 19:57

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ კანონპროექტი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო, ღრმად შემაშფოთებელი კანონმდებლობაა, რომელიც შეუთავსებელია გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების სფეროში.

„ეს ახალი კანონი სერიოზულ და არასათანადო შეზღუდვებს აწესებს გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებებზე. ეს კანონი აბსოლუტურად არასაჭიროა, რადგან გაერთიანებული სამეფოს პოლიციას უკვე აქვს უფლებამოსილება იმოქმედოს ძალადობრივი დემონსტრაციების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კანონი აფართოებს პოლიციის უფლებამოსილებას გააჩეროს და გაჩხრიკოს პირები, მათ შორის, ეჭვის გარეშე. კანონი ბუნდოვნად და ზედმეტად ფართოდ განსაზღვრავს სისხლის სამართლის ზოგიერთ ახალ დანაშაულს და ასევე აწესებს არასაჭირო და არაპროპორციულ სისხლისსამართლებრივ სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აწყობენ ან მონაწილეობენ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში“, - დასძინა მან.

ვოლკერ ტურკმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებს.

„ასევე შეშფოთებული ვარ იმით, რომ კანონის სამიზნე, როგორც ჩანს, მშვიდობიანი ქმედებებია, რომელსაც იყენებენ ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვის საკითხებს. როდესაც მსოფლიო დგას კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და დაბინძურების კრიზისის წინაშე, მთავრობებმა უნდა დაიცვან და ხელი შეუწყონ მშვიდობიანი პროტესტის ჩატარებას ასეთ ეგზისტენციალურ თემებზე და არა ხელი შეუშალონ და დაბლოკონ ისინი. ამ კანონპროექტის მიღება სამწუხაროდ ასუსტებს ადამიანის უფლებათა ვალდებულებებს, რომლებსაც ქვეყანა დიდი ხანია იცავს საერთაშორისო ფორუმებზე. გაერთიანებული სამეფოს მთავრობას მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე გააუქმოს ეს კანონმდებლობა“, - განაცხადა ვოლკერ ტურკმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner