logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ჩვენ ჭირვეულ ოპონენტებს შევახსენებ, რომ უნგრეთი არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა - ნებისმიერი მმართველობის დროს საქართველოს ევროინტეგრაციას გულშემატკივრობდა
- +

27 აპრილი. 2023. 20:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს უნგრეთში და CPAC-ში (კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია) მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა.

„ჩვენ ჭირვეულ ოპონენტებს შევახსენებ, რომ უნგრეთი არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა. გაუაზრებელი, წარმოუდგენლად ბრიყვული შედარებები პუტინთან და პრორუსობასთან უნდა დასრულდეს. უნგრეთი არის ჩვენი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ყოველთვის, ნებისმიერი მმართველობის დროს საქართველოს ევროინტეგრაციას გულშემატკივრობდა“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

„ამერიკის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციას“ წელს უნგრეთი უმასპინძლებს. ღონისძიება 4-5 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება. კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება. მიწვეულ სპიკერებს შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ქართული ოპოზიციური წრისთვის კრიტიკის საგანი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იმავე ტრიბუნაზე უნდა გამოვიდეს, სადაც ვიქტორ ორბანი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner