logo_geo
eng_logo
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

27 აპრილი. 2023. 22:17

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომიტეტმა ცხოველთა ინტერესების დამცველებს, შინაურ ცხოველთა მეპატრონეებსა და დაინტერესებულ პირებს კანონპროექტის სამუშაო ვერსია წარუდგინა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჯერ არ გვაქვს კანონპროექტის საბოლოო ვერსია, დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით დავამუშავებთ მას. ასევე, პარალელურად ვმუშაობთ ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) და მათ მიერ რეკომენდებული ექსპერტები კანონპროექტის ფინანსურ- ტექნიკური შეფასების ნაწილზე იმუშავებენ. რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ რა თანხები დასჭირდება თითოეულ მუნიციპალიტეტს, რათა კანონპროექტის მიღების შემდეგ ყველა მუნიციპალიტეტში შესაძლებელი იყოს მისი ეტაპობრივად აღსრულება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მაია ბითაძის განცხადებით, ვიდრე კანონპროექტის საბოლოო ვერსია მომზადდება და პარლამენტში ინიცირება მოხდება, კომიტეტი გეგმავს საგაზაფხულო სესიაზე, დაჩქარებული წესით განსახილველად შეიტანოს კანონპროექტი, რომელიც პარკებსა და ქუჩებში პატრონიანი ძაღლების საბელის გარეშე გასეირნებისათვის დაწესებულ ჯარიმებს გაზრდის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner