"ესეც საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, როდესაც აქვეყნებ კვლევას, რომელიც ჩაატარა მიკერძოებულმა კომპანიამ," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, რაც არ უნდა კვლევები ჩატარდეს საზოგადოების რეალური აღქმის მანიპულირება ვერ მოხდება და საზოგადოების დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მოძრაობის“ მიმართ ვერანაირად ვერ შეიფუთება.
„IRI-ის შეკითხვებიც იმ ფორმით არის დასმული, რომ იქ იკვეთება უკვე შეკითხვის ავტორის სუბიექტური ინტერესი, რა პასუხს ელის უკვე რესპონდენტებისგან. ჩვენ ჩვენი მხრიდან, რაც უნდა დიდი ინტერესი გვქონდეს, რომ ვენდოთ კვლევას, შეკითხვები იმ ფორმით არის შედგენილი, რომ ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის სანდოობას შეკითხვებითვე ეჭვქვეშ აყენებს. ასევე, ჩვენი საზოგადოება აკვირდება რა ვითარებაშია „ნაციონალური მოძრაობა“, ამას აღარ სჭირდება შეფასება. საზოგადოება ხედავს, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღეები რომ დათვლილია, მათი პოლიტიკური ასპარეზი რამდენად შეზღუდულია და ამ პირობებში, რომ ასეთ რეიტინგს უწერ, ეს მეტყველებს, რომ აქ ერთადერთი ინტერესია, სუბიექტურობა და მიკერძოებულობა. რაც არ უნდა კვლევები ჩატარდეს ჩვენი საზოგადოების რეალური აღქმის მანიპულირება ვერ მოხდება და ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მოძრაობის“ მიმართ ვერანაირად ვერ შეიფუთება. ეს ყოველ ჯერზე დასტურდება არჩევნებზე. ასე რომ, არის შუალედური არჩევნები და აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება, ვის რა პოლიტიკური წონა აქვს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.