logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: პარადოქსია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამე ობიექტურად გამოიძიოს
- +

28 აპრილი. 2023. 00:03

"პარადოქსია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამე ობიექტურად გამოიძიოს," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგამოძიებო კომისიების შექმნაზე განაცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ხალხი, რომლებმაც, როდესაც დაინიცირებული იყო 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის ძალადობრივი დარბევის აქციების დროს გადამეტებული ძალადობის ფაქტების გამოძიება საქართველოს პარლამენტში, ამ ადამიანებმა მხარი არ დაუჭირეს საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამიტომ არავითარი ლოგიკა, არავითარი განცდა არ აქვს ვინმეს, რომ ეს ხალხი ორიენტირებულია, რომ რამე გამოიძიონ - არ არსებობს. მათი ერთადერთი მიზანია პოლიტიზება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საკითხს პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო კენჭი სამჯერ ვერ უყარეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner