logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: დღეს უკვე საქართველოში გვიტარებენ ტრენინგებს, მოზარდებში გენდერულ ცვლილებებზე და სქესის შეცვლის ოპერაციებზე მათი უფლებების და თავისუფლებების თაობაზე
- +

28 აპრილი. 2023. 11:03

 

 

„დღეს ჩვენს თვალწინ ერის დიდ ნაწილს ართმევენ ეროვნებას, ართმევენ თვითიდენტიფიცირების უფლებას, ართმევენ წინაპრებით მინიჭებულ სიამაყეს - იყვნენ ქართველები, უკრძალავენ ამ ქართველობას და მათში ყველაფერს ანაცვლებენ ტერმინებით: „რუსი“ და რუსული“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

 

იგი მიიჩნევს, დღეს ქვეყნის იდენტობის, ქართველობის და მართლმადიდებლობის გამო აუცილებელია გარეთ გამოსვლა და ამის დაცვა.

 

„ალბათ დადგებოდა დრო, სადაც საკუთარ ბიბლიურ წარმომავლობაზე ღია განაცხადის გამო, ადამიანს დევნას დაუწყებდნენ. დადგებოდა დრო, როდესაც ადამიანის ღია განაცხადი, რომ ის ქალია ან კაცი - იქნებოდა დასჯადი და საზოგადოებაში მიუღებელი საქციელი. ვინაიდან ლუციფერის თანამედროვე მსახურებმა ბუნებაში ასამდე „გენდერი“ აღმოაჩინეს.

 

ალბათ დადგებოდა დრო, როდესაც აიკრძალებოდა ბავშვობიდან ორი ესოდენ ტკბილი სიტყვა: „დედიკო“ და „მამიკო“ და მათ დანომრილი არსებები ჩაანაცვლებდნენ.

 

დადგებოდა დრო, როდესაც საკუთარი სახელის და გვარის მატარებლებს, თავის წინაპრებთან ამ უტყუარი წარმომავლობის დასტურს აუკრძალავდნენ, ვინაიდან ეს უჯიშო ნაბიჭვრების გრძნობებს შეურაცხყოფს.

 

ალბათ დადგებოდა ის დრო, როდესაც საკუთარი ერისადმი კუთვნილებაზე ღიად განაცხადზე უარს გვეტყოდნენ და ძალით მოგვახვევდნენ იდეოლოგიურად და პოლიტიკურად მომგებიან და „საჭირო“ ვარიანტს.

 

დადგებოდა ის დრო, როდესაც საერთაშორისო ავტორიტეტული იურიდიული ორგანიზაციები შემოვიდოდნენ რეკომენდაციით - ლეგალიზებულ იქნას ორმხრივ თანხმობაზე დამყარებული პედოფილია.

 

დადგებოდა ეს დრო და ეს დრო დადგა. არა მხოლოდ ამერიკაში, ბრიტანეთში თუ ევროკავშირში - ეს დრო ნაწილობრივ საქართველოშიც დაგვიდგა და ჩემ მიერ ჩამოთვლილი გაუკუღმართებული აღქმები - დღეს არა ფანტასტიკის დონეს, არამედ რეალობას წარმოადგენენ. თუ დღეს ამერიკის სულიერებას ტრანსგენდერები ასაზრდოებენ - ქართული სულაკაურის გამომცემლობა Sulakauri Publishing „ზღაპრებს“ გამოსცემს პატარა მომავალ ტრანსგენდერ გოგონებზე.

 

დღეს უკვე საქართველოში გვიტარებენ ტრენინგებს, მოზარდებში გენდერულ ცვლილებაზე და სქესის შეცვლის ოპერაციებზე მათი უფლებების და თავისუფლებების თაობაზე.

 

აქ, თბილისის ცენტრში ერთ-ერთ „ქართულ-უცხოურ“ სკოლაში უკვე დიდი ხანია ასწავლიან გენდერული მრავალფეროვნების საგანს, საიდანაც ზოგიერთ ჭკუიდან შეშლილ მშობელს საკუთარი ჯერ კიდევ ჭკუიდან არშეშლილი ბავშვი - ნორმალურ სასწავლებელში გადაჰყავს.

 

დღეს ჩვენს თვალწინ ერის დიდ ნაწილს ართმევენ ეროვნებას, ართმევენ თვითიდენტიფიცირების უფლებას, ართმევენ წინაპრებით მინიჭებულ სიამაყეს - იყვნენ ქართველები, უკრძალავენ ამ ქართველობას და მათში ყველაფერს ანაცვლებენ ტერმინებით: „რუსი“ და რუსული“.

 

როდესაც 57 წლის წინ წმინდა გაბრიელ სალოსმა დემონსტრაციაზე ლენინის სურათი გაანადგურა - ეს იყო ღრმა წინასწარმეტყველური აქტი. ის იმ ეპოქის ლუციფერის პორტრეტს ანადგურებდა.

 

დღეს საქართველოში ლუციფერის თანამედროვე სახე გამოაშკარავდა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში ფეხის ფართო მოკიდებას ცდილობს.

 

დღეს ყველაფერთან ერთად, ჩვენ იძულებულები ვართ, ქუჩაში გავიდეთ, რათა საკუთარ თავს და მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ ვართ: ქართველები, მართლმადიდებლები, ქალები, კაცები, დედები, მამები და გვაქვს უფლება, ამ ღვთაებრივ „წოდებებს“ ვატარებდეთ უღმერთო, უჯიშო, უსქესო, უნამუსო და უსამშობლო ლეგიონის მხრიდან დევნის მიუხედავად.

 

დღეს ამ ყველაფრის დაცვა ჯერ კიდევ - აღმსარებლობის დონეზე გვიხდება. თუ ჩვენ დღეს ამ ყველაფრის დაცვას არ შევუდგებით - ხვალ ამის გაკეთება მეწამეობრივ კატეგორიაში მოგვიწევს“, - წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner