„გადავხედე იმ კონფერენციის(CPAC) ისტორიას, პრემიერი რომ მიიწვიეს მაისის თვეში. პირველ კონფერენციაზე 1974 წელს, პროპუტინისტური კავშირის პეზენტაციაზე სიტყვა უთქვამს ამერიკის 40-ე პრეზიდენტს, ნახეთ რამდენი პროპუტინისტი ყოფილა სამყაროში ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან“, - ამის შესახებ მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დავინტერესდი, გადავხედე იმ კონფერენციის(CPAC) ისტორიას, პრემიერი რომ მიიწვიეს მაისის თვეში. თურმე, 1970-იან წლებში, ამერიკაში, პროპუტინისტური და ჰომოფობიური ყოველწლიური კონფერენცია დაუფუძნებიათ. პირველ კონფერენციაზე 1974 წელს, პროპუტინისტური კავშირის პეზენტაციაზე სიტყვა უთქვამს ამერიკის 40-ე პრეზიდენტს, რონალდ რეიგანს. პროპუტინისტურ კონფერენციებში, რომლებიც ყოველწლიურად იმართებოდა ამერიკის სხვადასხვა შტატებში, ასევე ავსტრალიაში, ბრაზილიაში, იაპონიაში, მექსიკაში, სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებში, მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის პრეზიდენტები და ვიცე პრეზიდენტები, გუბერნატორები, სენატორები, კონგრესმენები, მედიის წარმომადგენლები, სხვადასხვა კონტინენტის ქვეყნების მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები, დიპლომატები, იურისტები, ბიზნესმენები და ა.შ. გასულ წელს, ეს პროპუტინისტური ყრილობა, ფლორიდაში ჩატარებულა და სიტყვით ტრამპიც კი გამოსულა, რომელიც რეიგანის და ჯორჯ ბუშის შემდეგ მესამე პრეზიდენტი იყო, ვინც კონფერენციას მიმართა. სახელმწიფო მდივანი პომპეოც ყოფილა სპიკერი, სენატორი ტედ კრუზიც და კიდევ ათეულობით კონგრესმენი და სენატორი.
ძალიან შევშფოთდი, წელს, პროპუტინისტური და ჰომოფობიური კონფერენცია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ პროპუტინისტურ უნგრეთში ტარდებაო. რაზე შეიძლება ისაუბრონ პროპუტინისტურ კონფერენციაზე თუ არა - ქრისტიანობაზე, ოჯახზე, ლგბტ პროპაგანდით გამოწვეულ პრობლემებზე, ეროვნულ თვითმყოფადობაზე და სხვა არაპროგრესულ და ბნელ იდეოლოგიაზე… ოჰ, ეს პუტინი რა, ნახეთ, რამდენი პროპუტინისტი ყოფილა სამყაროში ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან…. რეიგანი, ბუში, ტრამპი, ორბანი, პომპეო, ტედ კრუზი, სენატორები და კონგრესმენები, შტატების გუბერნატორები, სამხრეთამერიკული, ევროპული, აზიური ქვეყნების ყოფილი და მოქმედი ლიდერები, ამერიკული გამომცემლობები, ჟურნალისტები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები - ყველანი პროპუტინისტები ყოფილან… არ ვიცი რა, არ ვიცი… ჰელენ ხოშტარია, მაქარაშვილი და ზურა გირჩი რა ძალას ეჯახებიან, ხვდებით? მარტო დარჩნენ ამ სამყაროში - ანტიპუტინისტები! ძლიერები და შეუდრეკელნი!!!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.