logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კეზერაშვილის განცხადებები ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია
- +

28 აპრილი. 2023. 12:04

 

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკური და სრულად გასაგები სპეკულაციები უწოდა დავით კეზერაშვილის განცხადებას ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ საკუთარი წილის გადაფორმებასთან დაკავშირებით.

 

როგორც თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა,  კეზერაშვილის საქმიანობის შესახებ ცნობილი BBC-ის გამოძიებამდეც უნდა ყოფილიყო.

 

„ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას არ აქვს სურვილი, ჩრდილი, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას“  და ასე შემდეგ. პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ სანამ BBC  ჩაატარებდა ჟურნალისტურ გამოძიებას, არ იცოდნენ საქართველოში კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მისგან დაფინანსებას იღებდნენ, რითი იყო ეს ადამიანი დაკავებული თუ ახლა გაიგეს ამის შესახებ? შესაბამისად, ყველაფერი ცხადია. ამიტომ, ეს პოლიტიკური სპეკულაციები გასაგებია მისი მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner