logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა ჯინ შაჰინს: მთელი მსოფლიო გაკვირდებათ! ემანდ ფეხი არ დაგიცდეთ არჩევნებზე
- +

28 აპრილი. 2023. 12:27

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“ ეხმაურება სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის თანახმად შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ავტოკრატიისაკენ მზარდად მიდის.

 

„საქართველოს მთავრობა მიდის ავტოკრატიისკენ - სენატორი ჯინ შაჰინი - აშშ მოახლოებულ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება. აშშ საით მიდის და პრეზიდენტი საით, რომ მიგეხედათ, უკეთესი იქნებოდა მისს შახინ. მთელი მსოფლიო გაკვირდებათ! ემანდ ფეხი არ დაგიცდეთ არჩევნებზე“, - წერს გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner