კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“ ეხმაურება სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის თანახმად შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ავტოკრატიისაკენ მზარდად მიდის.
„საქართველოს მთავრობა მიდის ავტოკრატიისკენ - სენატორი ჯინ შაჰინი - აშშ მოახლოებულ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება. აშშ საით მიდის და პრეზიდენტი საით, რომ მიგეხედათ, უკეთესი იქნებოდა მისს შახინ. მთელი მსოფლიო გაკვირდებათ! ემანდ ფეხი არ დაგიცდეთ არჩევნებზე“, - წერს გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“.