logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: დამთავრდა სააკაშვილის ეპოქა საქართველოში!
- +

2 სექტემბერი. 2016. 05:27



ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში სააკაშვილის მორიგ ვიდეომიმართვას ეხმაურება, რომელიც ექს-პრეზიდენტმა უკრაინიდან მეგრელებს სოციალური ქსელით გაუზიარა. ხოფერია ამბობს, რომ სააკაშვილის ეპოქა საქართველოში დასრულებულია და ყველანაირად უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ქვეყანაში ის უკვე აღარავის აინტერესებს.

 

 

„სააკაშვილის გამოხდომები დიდი ხანია, აღარ მაღიზიანებს, თუმცა, ამჯერად თავი ვერ შევიკავე. ცინიზმი ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს?! ვის რაში სჭირდება უკრაინის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართვები და ასე ურცხვად ჩარევა ჩვენს საშინაო საქმეებში?! დამთავრდა სააკაშვილის ეპოქა საქართველოში და კეთილი ინებოს, იმ საქმეს მიხედოს, რასაც უკრაინაში აკეთებს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი თავმოყვარეობის საკითხია, უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ის აღარავის აინტერესებს ამ ქვეყანაში!" - აცხადებს ხათუნა ხოფერია.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner