logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მიშამ უნდა თქვას, დედა მყავსო, ავად ვარო, იძახის და დედამისი ექიმების მაგივრად, საერთაშორისო ექსპერტ-ანალიტიკოსებს ქირაობს
- +

28 აპრილი. 2023. 13:05

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებულ ახალი მასალების გამოქვეყნებას ეხმიანება, საიდანაც ირკვევა, რომ სააკაშვილზე საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კამპანიის ნაწილია.

 

როგორც ქადაგიძე წერს, შვილის მკურნალობის მაგივრად მისი კუჭ-ნაწლავის გაპიარებაში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისთვისაც რომ მიეცა „ორი კაპიკი “- ემანდ ერთი 45%-მდე მიმიმატე მიშიკოზეო, რა გასაკვირია?

 

„წარმოიდგინეთ, გიული დედიკო მილიონებს რომ არ უხდიდეს ლობისტურ კომპანიებს ამ „მაოხრებელ გზირის“ შესახებ, სულიერს აღარ ემახსოვრებოდა დედამიწის ზურგზე... ისე, რატომ გიკვირთ „აირაის“ კვლევაში სააკაშვილზე მონაცემები? სადაც ამდენს ხარჯავს გიული, შვილის მკურნალობის მაგივრად მისი კუჭ-ნაწლავის გაპიარებაში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისთვისაც რომ მიეცა „ორი კაპიკი“ - ემანდ ერთი, 45%-მდე მიმიმატე მიშიკოზეო, რა გასაკვირია? მიშამ უნდა თქვას, დედა მყავსო რა... ავად ვარო, იძახის და დედამისი ექიმების მაგივრად საერთაშორისო ექსპერტ-ანალიტიკოსებს ქირაობს... ქ-ნო გიული, ანალიტიკოსები კი არა, ანალისტები ესაჭიროება თქვენ შვილს და იქნებ გეფიქრათ მაგაზე?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner