logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ნებისმიერ შემთხვევაში ფული იქნება კეზერაშვილის და ადამიანებს, ვინც იქ მუშაობენ, ეცოდინებათ, რომ სწორედ პენსიონერებისგან და ქართველი ჯარისკაცებისგან მოპარული თანხით იღებენ ხელფასს
- +

28 აპრილი. 2023. 14:39

 

 

მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრმა დავით კეზერაშვილს სამართლებრივ მოთხოვნაზე უარი ერთხელ უკვე უთხრა, დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილის ქართული დოკუმენტები ვადაგასულია.

 

კითხვაზე, როგორ აპირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „ფორმულას“ წილი თანამშრომლებს გადასცეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი პასუხობს, რომ კეზერაშვილის მხრიდან ეს არის ერთგვარი ჩამორეცხვის მცდელობა, რომ ტელევიზია არ დაეშალოს.

 

„კეზერაშვილის მხრიდან ეს არის ერთგვარი ჩამორეცხვის მცდელობა ამ ტელევიზიისთვის, თავისი დაზიანებული რეპუტაციის და იმის მცდელობა, რომ ტელევიზია არ დაეშალოს. თუმცა, ჩემი აზრით, უსუსური მცდელობაა. ნებისმიერ შემთხვევაში ფული იქნება კეზერაშვილის და ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ ეცოდინებათ, რომ სწორედ პენსიონერებისგან და ქართველი ჯარისკაცებისგან მოპარული თანხით იღებენ ხელფასს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner