„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიების დიდი ნაწილი, ლობისტური კამპანიის ნაწილია.
როგორც მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პოლიტიკური სიცოცხლისთვის, საზღვარგარეთ მილიონებს იხდიან, თუმცა, ამის მიუხედავად სააკაშვილის იმიჯის რეინკარნაცია ვერ მოხერხდება.
„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებული ახალი მასალები გამოქვეყნდა.
მასალებით მტკიცდება ის, რასაც აქამდე ვამბობდით.
კერძოდ, ის, რომ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია და ის კომპანია „Akerman LLC“ და „Globalpoint“-ის მიერ არის მომზადებული და გავრცელებული საერთაშორისო მედიაში.
ასევე, ლობისტური ორგანიზაციის მიერ იუსტიციის დეპარტამენტისთვის გაზიარებული დოკუმენტების ნაწილი მოიცავს იმ ექიმების „საპასუხო დასკვნებს“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ლობისტურმა კომპანიამ „Akerman LLC“ დაიქირავა.
მოკლედ სააკაშვილის თემა თავიდან ბოლომდე ნაყიდია.
თან ნაყიდია არაერთ მილიონად!
სააკაშვილის პოლიტიკური სიცოცხლისთვის საზღვარგარეთ მილიონებს იხდიან, ქვეყანაში კი შედარებით ნაკლებს.
სულ მაკვირვებდა ყოფილი პრეზიდენტის, გალოთებული გიორგი მარგველაშვილის აქტიურობა, ხანაც ფხიზელისა და ხანაც მთვრალის, რას უხდიდნენ, რად უღირდა „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილის“ ყვირილი და თურმე მხოლოდ 1000 ლარი.
ვადაგასულია ეს თქვენი „ფრი მიშა“, პოლიტიკურად მკვდარია ამ თქვენი მიხეილ სააკაშვილის იმიჯი და მის რეინკარნაციას დედა გიულის თუნდაც ჩვენთვის მოპარული მილიონები ვეღარ უშველის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.