კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიების დიდი ნაწილი, ლობისტური კამპანიის ნაწილია.
„იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ ვინმე: სენატორი, ლორდი, კონგრესმენი-ვუმენი, ჟურნალისტი, ექიმი, ევროსდეპუტატი, ექს-პრეზიდენტი, ექს-ელჩი, ექსპერტი და ა.შ. იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე: სტატია, გადაცემა, ცნობა, აქტი, რეზოლუცია, სინდისი, და ა.შ. იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ, სანამ გიული იხდის“, - წერს ხაინდრავა „ტვიტერზე“.