logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: კეზერაშვილი საბუთების ფორმალურად სხვისთვის გადაფორმებით ცდილობს, ჩრდილი არ მიადგეს მის რუპორ ტელევიზიას, თუმცა არ გამოუვა
- +

28 აპრილი. 2023. 18:37

 

 

„დავით კეზერაშვილი ვერც ქართულ საზოგადოებას მოატყუებს, ვერც გერმანელ პენსიონერებსა და ვერც ევროპელ სამართალდამცველებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა კეზერაშვილის მაქინაციებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, დავით კეზერაშვილი მაქინაციებით, საბუთების ფორმალურად სხვისთვის გადაფორმებით ცდილობს, ჩრდილი არ მიადგეს მის რუპორ, პარტიულ ტელევიზიას, თუმცა, ეს მას არ გამოუვა.

 

„ეს საკითხი მას არ გამოუვა. ტყუილი ჩანს იმაში, რომ დოკუმენტაცია ვადაგასულია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ლეგალური დოკუმენტები სჭირდება, რომ რაიმე სახის ოპერაცია გააკეთო, თუმცა, ეს ასეც რომ იყოს და დოკუმენტაცია ლეგალურად იყოს გამართული, საკუთრების უფლების სხვისთვის გადაცემაზე, ამით დავით კეზერაშვილი ვერც ქართულ საზოგადოებას მოატყუებს, ვერც გერმანელ პენსიონერებსა და ვერც ევროპელ სამართალდამცველებს. ასევე, BBC-ის ჟურნალისტებს, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ბოლო პერიოდში, კეზერაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

 

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

 

ამის შემდეგ დავით კეზერაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner