logo_geo
eng_logo
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: კონტრშეტევისთვის მზადება ფინალურ ეტაპზეა
- +

29 აპრილი. 2023. 01:48

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევისთვის მზადება ფინალურ ეტაპზეა.

მომზადება დასასრულს უახლოვდება, რადგან იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გარდა, ჩვენმა სამხედროებმაც უნდა აითვისონ ის. მივიღეთ ძალიან თანამედროვე სისტემები.

შეგახსენებთ, რომ სატანკო კოალიციის გარდა, რომელშიც პირველ რიგში შედის Leopard-2-ისა და Challenger-ის ტანკები, ასევე Leopard-1, Abrams-ის ტანკებსაც ველოდებით. თუმცა, Abrams-ის ტანკები არ მიიღებენ მონაწილეობას ამ კონტრშეტევაში, ვფიქრობ.

გარდა ამისა, გვაქვს დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკა. თავად აღჭურვილობა გამოცხადებულია, მომზადებულია და ნაწილობრივ მიწოდებულია. არის აღჭურვილობა, რომელზედაც სრულდება სასწავლო პროგრამები.

მაგრამ მოდით ასე ვთქვათ: გლობალური თვალსაზრისით, მაღალ პროცენტულ რეჟიმში, ჩვენ მზად ვართ“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner