logo_geo
eng_logo
კატრინ კოლონა: საქართველოს ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა, ამისთვის კი, უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც ქვეყანაშია
- +

28 აპრილი. 2023. 19:48

"საქართველოს ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა, ამისთვის კი, უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც ქვეყანაშია," - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რუსულმა აგრესიამ უკრაინაში ბევრი რამ შეიცვალა პარადოქსულად, მათ შორის, პარადოქსულად დადებითი გავლენა იქონია ევროკავშირის სურვილზე, რომ წინ წასულიყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მითხრა, რომ მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს გვიძლიერებს სურვილს, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ევროპელები. ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა, ამისთვის კი, უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც ქვეყანაშია“, – განაცხადა კატრინ კოლონამ.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს დღეს ეწვია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

2018 წლის შემდეგ, ეს არის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner